რეგიონი
რუსთაველის დასის საქველმოქმედო სპექტაკლი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, კულტურის სახლ „ოდიშში“ რუსთაველის თეატრალური დასის მსახიობებმა „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშეს. სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და ზუგდიდელი, 6 წლის ერემია ქეცბაიას დასახმარებლად გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორის, ხატია ჯანაშიას თქმით, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთებიდან და ზუგდიდში მოქმედი კომპანიების, ეკლესიისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ერემიას ისრაელში გასამგზავრებელი და დასაბინავებელი თანხა შეგროვდა.

საქველმოქმედო სპექტაკლის ჩატარების ინიციატორებსა და ზუგდიდელებს მადლობა გადაუხადა მსახიობმა ლევან ხურციამ და აღნიშნა, რომ ზუგდიდელი მაყურებელი თეატრს იმსახურებს.
Print