რეგიონი
საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ ტიბუას სასამართლო ხვალ განახლდება (ვიდეო)
ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ კაკო ტიბუას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა ოქმი წარმოადგინეს. ტიბუას ადვოკატმა როლანდ შონიამ განაცხადა, რომ მტკიცებულებები თავის დროზე არ იყო გაცვლილი, ამიტომაც მათი დაუშვებლობა მოითხოვა, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა.

მოსამართლე დავით გელაშვილმა მტკიცებულებების გასაცნობად დრო მოითხოვა. შესაბამისად, განხილვა ხვალ გაიმართება.

სასამართლო პროცესს ამავე ინციდენტში ყოფილი ბრალდებული გია მხეიძეც ესწრებოდა.

ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.
Print