რეგიონი
პროფესიულ სასწავლებელში დევნილ სტუდენტებს მგზავრობის ფული აუნაზღაურდებათ (ვიდეო)
ზუგდიდში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე მაღალი კლასების დევნილ მოსწავლეებს შეხვდა. უჯამჯურიძე ახალგაზრდებს მათთვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამის შესახებ ესაუბრა.

მისი განმარტებით, დევნლებს, რომლებიც პროფესიულ კოლეჯში ჩაირიცხებიან, სწავლის პეროდში, ტრანსპორტის ხარჯებს სახელმწიფო აუნაზღაურებს. ამასთან მან, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო, როგორც ანაზღაურების ასევე დასაქმების კუთხით უფრო მომგებიანია.

"ჩვენი ჩამოსვლის მიზანი დევნილ საზოგადოებაში პროფესიული სასწავლებელბის პოპულარიზავცია და ახალი პროგარმის გაცნოაბა"
, - განაცხადა ირაკლი უჯმაჯურიძემ.

მოსწავლეებს დღეს შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ სტუდენთა ბაზის წამყვანი სპეციალისტი თამრიკო გოგიაც შეხვდა და მათ საწავლებლში არსებულ უფასო პროგრამები გააცნო.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მსურველებს რეგიონში განაცხადის შეტანა დევნილთა სამმართველოში შეუძლიათ.

"დევნილთა პოროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა" გასულ წელს ამოქმედდა, რომელითაც მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ სარგებლობა.

Print