რეგიონი
უფროსკლასელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი გააცნეს (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათში" "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მას უფროსკლასელები და ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენლი მერაბ ბარათაშვილი უძღვებოდა. ის შეკრებილებს საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.




რეგიონებში შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" პროექტის "საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ" ფარგლებში ატარებს. პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ცნობისთვის , 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა. ექსპერტების შეფასებით კანონი იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას კარიერულ წინსვლაზე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო სამსახური.

Print