რეგიონი
"შემოდგომის მოტივები" - მოსწავლეების მუსიკალურ-შემეცნებითი ღონისძიება (ვიდეო)
ზუგდიდის სოფლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურის ცენტრ "ოდიშთან" მუსიკალურ - შემეცნებითი ღონისძიება გამართეს. მათ საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძები, ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს.



„ჩვენი მიზანია ბავშვებმა გაიცნონ საქართველოს კუთხეები, მათი ადგილმდებარეობა, სიმღერები, ცეკვები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სოფლის ბავშვებმა გაიცნონ ერთმანეთი და იმეგობრონ“, - აღნიშნა ცენტრ „ოდიშის“ ხელმძღვანელმა ნინო მამფორიამ.



საღამოს გამართვის იდეა ფოლკლორული ჯგუფების კოორდინატორს ლანა ჭანტურიას ეკუთვნის. ის კულტურის ცენტრ "ოდიშის" ორგანიზებით, პროექტის „შემოდგომის მოტივების“ ფარგლებში გაიმართა.


Print