სარეკლამო მასალა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ" წევრ ფერმერთა ჯგუფებს 100 შესაწამლი აპარატი გადასცა ®️
მიმდინარე სეზონზე საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს გადასცემს 100 ერთეულ მაღალი ეფექტურობის საწამლავი  აპარატი რომელთა გამოყენებითაც დაგეგმილია რამოდენიმე ათასი ჰექტარი თხილის ფართობის დამუშავება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წევრ ფერმერთა ჯგუფებს გასული წელსაც გადასცა აღნიშნული ტიპის აპარატები, რომელთა დახმარებითაც შეიწამლა ასეულობით ჰექტარი თხილის ფართობი, აღნიშნული პროგრამის ეფექტურობიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმდინარე თხილის სეზონზე ფერმერთათვის დამატებით 100 ერთეული საწამლი აპარატის გადაცემის შესახებ.



მან ასევე აღნიშნა რომ "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ" ქ.ზუგდიდში, რუსთაველის #209_ში შექმნა "ფერმერთა მომსახურების ცენტრი", სადაც ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის პრეპარატები, სასუქები და აღჭურვილობა შეღავათიანი პირობებით და ფასებით. გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა საფინანსო ორგანიზაციებთან რათა ფერმერებმა შეღავათიანი პირბებით მიიღონ სესხები და ისარგებლონ განვადებით
Print