რეგიონი
GHGA-მ აზიური ფაროსანას მონიტორინგი დაიწყო
"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ" (GHGA), ფერერო "აგრიჯორჯიას" მხარდაჭერით და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამა. რომლის ფარგლებშიც საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი, კახეთი) მიმდინარეობს აზიური ფაროსანას ფერო დამჭერების (ფერომონიანი ხაფანგები) მონტაჟი და მონიტორინგი.



მიღებული მონაცემების საფუძველზე ქართველ, იტალიელ და ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად მოხდება ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება.
Print