რეგიონი
აფხაზეთის მთავრობასა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას" შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას" შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეთანხმება სათამაშოების მაღაზიათა ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.

Print