რეგიონი
რუხში მანქანაში ერთი ადამიანი ჩაიწვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაცუათა მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პააციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.

"დამწვარი აქვს სხეულის ზედაპირის 20%. ახლა უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და პროცედურები, რის შემდეგაც მას დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ორჟონიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, მანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი გაზის მილს შეეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
Print