რეგიონი
"პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში პროექტის „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ საინფორმაციო შეხვერა გაიმართა. ის საზოგადოებრივ ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების, ადგილობრივ სოციალურ სექტორში ლობირების, ადვოკატებისა და გადაწყვეტილების მიღების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. გარდა ამისა პროექტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორი, რაც კერძო სოციალური პარტნიორების ხელშეწყობა სოფლად და შორეულ დასახლებებში სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას გულისხმობს.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის 18 მარტს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

alt

შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მიერ, რომელსაც ადგილზე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ევროკავშირის წარმომადგენლობის დონორობით ახორციელებენ.
Print