რეგიონი
ზუგდიდში ანტიკვარული ავტომობილები გამოიფინა (ფოტო)
ზუგდიდში დღეს უნიკალური კლასიკური ავტომანქანები რალის „Peaks of the Caucasus-ის ფარგლებში გამოფინეს. რბოლაში მონაწილე ავტომობილები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის მამუკა ხაზარძაის თქმით, რალში საკუთარი ავტომობილით „ბენტლით“, მონაწილეობს რომელიც 1923 წლით თარიღდება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სამოცამდე ბიზნესმენი მონაწილეობს, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.

alt

ისინი უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, ვარძიაში, ბორჯომში, წყალტუბოსა და მესტიაში.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

alt
„ამ საქმიანობას 15 წელია ვეწევით. წელს პირველად ჩამოვედით საქართველოში. ჩამოსული ვართ 26 მშვენიერი, ძველი მანქანით. ყოველთვის ვეძებთ კარგ ამინდს, განწყობას, ადამიანებს, გემრიელ საჭმელს და საუკეთესო ღვინოს. შესაბამისად, ლოგიკურია რატომაც ავირჩიეთ საქართველო“, - აღნიშნა ბარტ კლაინმა.

რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.

alt

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.


Print