რეგიონი
ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს ®️
ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ. მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ.

როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას უმეტესწილად უძრავი ქონების შეძენის მიზნით აგროვებენ. თუმცა, შემოსავალს ისინი ძირითადად ხელზე იღებენ, რის გამოც მას ოფიციალურად ვერ ადასტურებენ. ეს კი უძრავი ქონების ყიდვისას მათთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

როგორც ტერაბანკში აცხადებენ, ახალი პროდუქტი და მისი განსხვავებული პირობები მათ სწორედ ამ ბარიერს მოუხსნის. „მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანამონაწილეობის თანხას უამრავი ქართველი ემიგრანტი აგროვებს, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის აღებას ისინი მაინც ვერ ახერხებენ. ჩვენი პროდუქტის მთავარი ბენეფიტიც სწორედ ეს არის: ამიერიდან ემიგრანტები სესხის აღებას შემოსავლების დაუდასტურებლადაც შეძლებენ და ამისთვის მათ დამატებითი უზრუნველყოფაც არ დასჭირდებათ. ვფიქრობთ, ახალი იპოთეკური სესხი, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს, უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის სასარგებლო პროდუქტი იქნება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკის ახალი პროდუქტით სარგებლობა ქართველი ემიგრანტების გარდა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ორმაგ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.






Print