რეგიონი
ზუგდიდში უფასო სასადილოები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ
სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის უფასო კვებით უზრუნველყოფა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, უფასო სასადილო მუშაობას ამ ეტაპზე გააგრძელებს, სანამ ახალი რეკომენდაციები არ იქნება.

„სისტემატურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მაქსიმალურად დაცული იქნება უსაფრთხოება. ამასთან მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ, დაცული იყოს დისტანცია და ამის გამო არ დადგეს რიგები. ამ ეტაპზე ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა, სანამ ახალი რეკომენდაციები არ იქნება“, - ამბობენ მერიაში.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 25-მდე გაიზარდა.
Print