რეგიონი
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს(ვიდეო)
შს სამინისტროს სამეგრელოს პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, პირი 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.

,,გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი", - ამბობენ უწყებაში.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში მოდიოდა, სავარაუდოდ პოლონეთიდან იყო ჩამოსული.

Print