კულტურა
ევროპარლამენტი Google-თან ურთიერთობას წყვეტს
ევროპარლამენტმა კენჭისყრაზე ამერიკულ გიგანტ კომპანია Google-თან ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირს რეალურად არ აქვს ძალა, დაბლოკოს კომპანია, მაგრამ ის უშვებს სიგნალს Google-ის მისამართით, რომ უკმაყოფილოა მისი საქმიანობით. კანონმდებლებმა სტრასბურგში Google-ის წინააღმდეგ 458 საქმე დაითვალეს, რომელთაგან 173 მომჩივნის სასარგებლოდ გადაწყდა. ევროპარლამენტს აქამდე არასდროს განუხილავს კომპანიასთან საქმიანობის შეწყვეტის საკითხი, რაც Google-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს ხდის. ანტიტრასტული კომისია (რომელიც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მოქმედებს) გამოძიების ოთხ მიმართულებაზე მუშაობს: - როგორ წარმოადგენს თავის საძიებო სისტემას Google კონკურენტებთან შედარებით; - როგორ იყენებს Google მასალას სხვა ვებგვერდებიდან; - Google-ის დომინანტობა საძიებო პირობების რეკლამირებისას; - შეზღუდვები, რაც რეკლამის განმთავსებლებს ეხება, როდესაც ისინი საკუთარ კამპანიას სხვა საძიებო სისტემებში ანთავსებენ. Google ოთხი წლის განმავლობაში ევროპაში ანტიმონოპოლიური გამოძიების საგანი იყო, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნათელს ხდის, რომ ევროკავშირი ამ საძიებო სისტემის დომინანტობით უკმაყოფილოა. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ევროპამ Google-ის საძიებო ბიზნესი მისი სხვა პროდუქტებისგან განაცალკევოს, მაგრამ ეს ბოლო სიგნალი შესაძლოა, რეზოლუციის მიღების საფუძველი გახდეს. Google-მა კომპრომისის რამდენიმე ვერსია წარადგინა, თუმცა ყველა დაიბლოკა. თუ დებატები კვლავ გაგრძელდება, Google-ს 5 მილიარდიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. Google ევროპულ საძიებო ბაზარზე 90%-ით დომინანტობს, იმ ფონზე, როცა ეს ამერიკული კომპანია თავად აშშ-ში მხოლოდ ბაზრის 68%-ს ფარავს. წყარო www.liberali.ge
Print