კულტურა
რომის პაპი თურქეთში ჩავა
რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით ჩადის თურქეთში, რათა ხელი შეუწყოს სარწმუნოებათაშორის დიალოგს. ფრანცისკე მეოთხე რომის პაპი გახდება, რომელიც ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ თურქეთს მოინახულებს. რომის პაპი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანს, მოინახულებს სტამბოლის სულთან აჰმედის მეჩეთს და ერთობლივ დეკლარაციას მოაწერს ხელს პატრიარქ ბართლომესთან. 
Print