კულტურა
„მოხუც ჯამბაზებს“ ზუგდიდში პერფორმანსით დახვდნენ (ვიდეო)

ახალგაზრდებმა რუსთაველის თეატრის მსახიობებს კახი კავსაძეს და ჯემალ ღაღანიძეს თეატრალიზებული დახვედრა მოუწყვეს. ქართული

თეატრის ვარსკვლავები არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" მოწვევით ჩამოვიდნენ ზუგდიდში და 10 ივლისს კულტურის ცენტრ "ოდიშის" სცენაზე სპექტაკლს - "მოხუცი ჯამბაზები" ადგილობრივ მაყურებელს წარუდგენენ.

 




"ადრე იყო ასე - ქართული თეატრი,რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი და საერთოდ ყველა დადიოდა, მოივლიდა საქართველოს ყველა კუთხეს. თუ აღდგება ეს ტრადიცია ძალიან კარგი იქნება" - თქვა კახი კავსაძემ.



არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" დამფუძნებელმა ხატია ჯანაშიამ ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალგზარდებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მსახიობებისთვის განსაკუთრებული დახვედრა მოეწყოთ.

"მადლობა ბავშვებს, რომლებმაც არ დაიზარეს და გაათიეს ღამე მსახიობების დასახვედრად. ხვალ კი გელოდებით ყველას, 7 საათზე გელოდებათ საოცარი სპექტაკლი" - აღნიშნა ჯანაშიამ.



ცნობისთვის, სპექტაკლის მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში მიმდინარეობს. მისი ბინადრები ყოფილი მსახიობები არიან. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარეს.სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, ხოლო მონაწილეობენ კახი კავსაძე, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, დარეჯან ხარშილაძე და ნანუკა ხუსკივაძე.

 

Print