საზოგადოება
გაერო: ებოლა მსოფლიოსა და პლანეტას ემუქრება
გაერომ ებოლას ვირუსი მსოფლიოსა და პლანეტის საშიშროებად გამოაცხადა. რეზოლუციას მხარის საბჭოს თხუთმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, დასავლეთ აფრიკაში მძვინვარე ეპიდემიასთან ბრძოლისკენ. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ, ისტორიაში პირველად ჩაატარა სხდომა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის შექმნილ საშიშროებას ეხება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ებოლას ვირუსს 2600 - ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე ელვის სისწრაფით ვრცელდება, ამ დროისათვის დაავადების შემთხვევები ლიბერიაში, სიერა-ლიონეში, გვინეაში, ნიგერიასა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სენეგალში დაფიქსირდა. ციებ-ცხელებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა 53% პროცენტს შეადგენს. ეფექტური ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეთიკურად ცნო და დაუშვა ამ დაავადების სამკურნალოდ ექსპერიმენტული მედიკამენტების გამოყენება.  
Print