საზოგადოება
იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება
წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს იქნება მძიმე დანაშაული და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავრობის დღენდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "აქაც ჯარიმის სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე როგორც იყო, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაჰყავს ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში. წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს იქნება მძიმე დანაშაული და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ახალგაზრდებმა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ამასთან, მინისტრის განამარტებით, იარაღი უნდა იყოს დაშლილი, განმუხტულ მდგომარეობაში და სხვადასხვა თავისებურებებით შენახული.  "შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შედის ცვლილება. ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებ ს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
Print