საზოგადოება
დღეს ჯვართამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
Print