საზოგადოება
უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ
50 უკრაინელი ბავშვი ,27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის, ჩათვლით აჭარაში დაისვენებს.  ჯგუფი დაკომპლექტებულია აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში და კიევში "მაიდანზე" დაღუპულთა შვილებით. 
ბავშვები ქობულეთში სასტუმრო "რესანდაში" განთავსდებიან. მათთვის შედგენილია სპეციალური პროგრამა, რომელიც აჭარის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, ისტორიული ძეგლების მონახულებას, გასართობ ცენტრებში სტუმრობას, სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას, ქართველ თანატოლებთან შეხვედრებს და დამეგობრებას ითვალისწინებს.
ქართული მხარის უკრაინელი პარტნიორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "მოწყალების ქვეყანა". სულ მიმდინარე წელს საქართველოში ამ ორი ფონდის თანამშრომლობის შედეგად სავარაუდოდ 300 უკრაინელი ბავშვი დაისვენებს.
Print