საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური შექმნილ ვითარებას პირველად ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში გაეცნო და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას. მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული რეაგირება. 
პრემიერი ქედის შემდეგ ბათუმს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ გურიის რეგიონს მოინახულებს.
Print