საზოგადოება
4-5 ნოემბერს ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. 
4-5 ნოემბერს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -2 გრადუსი. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.
Print