საზოგადოება
გარემოს დაბინძურებაზე სანქციები 2015 წლიდან ამოქმედდება
2015 წლიდან უნდა ამოქმედდეს სანქციები გარემოს დანაგვიანებაზე. კანონი ძალაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან შევა. გარემოს დაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ კანონმდებლები წლის ბოლომდე შეძლებენ „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების დამტკიცებას. კანონპროექტს მეორე მოსმენით უკვე უყარეს კენჭი. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება ჯარიმები და სანქციები გარემოს დაბინძურებაზე. ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი 5 000 ლარით განისაზღვრება.
 
Print