საზოგადოება
მთავრობა დაუბეგრავ მინიმუმს უკან აღარ დააბრუნებს-2016 წლიდან პროექტი უქმდება
მთავრობა დაუბეგრავ მინიმუმს უკან აღარ დააბრუნებს.საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა ხელფასიც 600 ლარს არ აღემატება. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან პროექტი უქმდება. საგადასახადო კოდექსში ის ჩანაწერიც გაქრება, რომელიც 20%-იანისაშემოსავლო გადასახადის 18%-მდეშემცირებას გულისხმობდა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო აღნიშნულ თანხებს უფრო მიზანმიმართულად გამოიყენებს და დაეხმარება მათ ვისაც დახმარება მეტად სჭირდება. განცხადება ნოდარ ხადურმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გააკეთა. "ჩვენ 2014 წელს დავაბრუნეთ 2013-ი წლის დაუბეგრავი მინიმუმი, მომავალ წელს , 2015-ი წლის გაზაფხულზე, აპრილ მაისში დავაბრუნებთ, 2014-ი წლის შემოსავლებზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, იმის საჭიროება, რომ ასე ყველამ ერთანად დაიბრუნოს ეს თანხა აღარ არის. ჩვენ ამ თანხას უფრო მისამართულად დავხარჯავთ. სახელმწიფო უფრო მეტად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ,"-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
Print