საზოგადოება
რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეზღუდულია
რიკოთის საავტომობილო გვირაბში დღეიდან, 16 დეკემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვა, რომელიც 08:00-დან 18:00 საათამდე იმოქმედებს, 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრომექანიკური აღჭურვილობის პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, დღის განმავლობაში (დილის 08:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე), შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
Print