საზოგადოება
წერა-კითხვის ცოდნის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ზრდასრული მოსახელობის 84 %-მა წერა-კითხვა იცის.
ასეთ ინფორმაციას რუსული ვებ-გვერდი ,,ბე-ინ. რუ" ავრცელებს. ყველაზე ჩამორჩენილი, ამ მხრივ, ინდოეთია, რომლის მოსახლეობის 286 მილიონი ადამიანი სრულიად გაუნათლებელია. შემდეგ მოდის ჩინეთი, აქ წერა-კითხვის უცოდინარი მოსახლეობის 54 მილიონია. ჩინეთის მაჩვენებელს სულ 2 მილიონით ჩამორჩება პაკისტანი, რომლის მოსახლეობის 52 მილიონმაც წერა-კითხხვა არ იცის.
წერა-კითხვის ცოდნის მიხედვით, დღეს, მსოფლიოში პირველი ადგილი საქართველოს უკავია, რომლის მოსახლეობაშიც წერა და კითხვა ყველას შეუძლია.  მეორე ადგილზე მოდის რუსეთი, რომლის მოსახლეობის 95 % წერა-კითხვის მცოდნეა.
Print