საზოგადოება
მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობის მიზნით 45 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება
მდინარე მესტიაჭალაზე, ჰესის მშენებლობის მიზნით, 45 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ავსტრიულმა დამოუკიდებელმა ენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ “რიპი-გლობალმა” ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო კომპანიებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით. მემორანდუმის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი კომპანია “სვანეთი ჰიდროს” მიერ მდინარე მესტიაჭალაზე 30- მეგავატიანი ჰესის მშენებლობა განხორციელდება.
Print