საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა საერთო კრება
21 დეკემბერს, კვირას, გაიმართება ქარტიის წევრთა რიგით მეხუთე საერთო კრება. დღის წესრიგი: 10.00-12.00 – რეგისტრაცია. 12.00 – 12.10 – საბჭოს თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა, კრების თავმჯდომარის და მდივნის არჩევა. 12.10– 12.25 – საბჭოს თავმჯდომარის მოხსენება. 12:25 – 12.35 – სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება. 12:35 – 13:00 – საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელება. 13.00 – 13.15 – საბჭოს წევრობის კანდიდატთა მიმართვა წევრებისადმი. 13.15 – 13.30 – საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა. 14.30 – 15.10 – ხმის მიცემის პროცედურა. 15.10 – 16.00 – ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება. 16.00 – 17.30 – მოხსენება წესდებაში საჭირო ცვლილებების შესახებ და დისკუსია. 17.30 – 18.00 – ქარტიის პრიზის დაჯილდოების ცერემონიალი. ეთიკის ქარტიის დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრით აირჩა ქარტიის საბჭოს შემდეგი წევრები,ესენია: მაია მეცხვარიშვილი–www.netgazeti.ge ჯაბა ანანიძე–აჭარა–25–ე არხი თაზო კუპრეიშვილი–www.media.ge. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი აირჩიეს.
Print