საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერებმა თავმჯდომარე და ახალი წევრები აირჩიეს
დღეს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-5 საერთო ყრილობა ჩატარდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერებმა ახალი თავმჯდომარე და საბჭოს სამი ახალი წევრი ფარული კენჭისყრით აირჩეს. ქარტიას დღეიდან სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენელი ნინო ზურიაშვილი უხელმძღვანელებს. საბჭოს ახალ წევრებად კი ჟურნალისტებმა „ტელეარხი 25“-ის წამყვანი ჯაბა ანანიძე, „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილის, ასევე „ნეტგაზეთის“ ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი აირჩიეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ყრილობაზე 2014 წლის ჟურნალისტურ კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნამუშევრების ავტორებიც გამოავლინა. საუკეთესო სიღრმისეული სტატიისთვის ბავშვთა საკითხებზე პრიზი „ლიბერალის“ ჟურნალისტმა, სოფო აფციაურმა მიიღო. საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისათვის სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი - ცქრიალა შერმადინი დაჯილდოვდა, საუკეთესო რადიო რეპორტაჟისათვის - ეკა ქევანიშვილი (რადიო "თავისუფლება").ნომინაციაში საუკეთესო სტატია,ან ნარკვევი ბეჭდურ,ან ონლაინ მედიაში - კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა გაიმარჯვა.
Print