საზოგადოება
კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გააფორმა
კახა ცხადაძემ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა. ცხადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი თანამდებობა ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა. "საქართველოს ნაკრებს ვუხელმძღვანელებ პირველ რიგში იმის გამო, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა. ვეცდები, რომ მივაღწიო წარმატებას, საქართველოს ნაკრებთან ერთად, მოვუტანო შედეგი და გავახარო ქართველი გულშემატკივარი. მინდა დასრულდეს დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა და წარმატებას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ცხადაძემ. მისივე თქმით, ის გუნდში გამოიძახებს ყველა იმ ფეხბურთელს, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, რომელიც მზად არის ნაკრებში სათამაშოდ. კახა ცხადაძემ სრული მზადყოფნა გამოთქვა ჟურნალისტებთან მუშაობის მიმართულებითაც.
Print