საზოგადოება
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმში, ევროპის მოედანზე  საზეიმოდ ანთებულ საახალწლო ნაძვის ხეს ხანძარი გაუჩნდა. ნაძვის ხეს ხანძარი ელექტრო სადენებიდან გაუჩნდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ საახალწლო სიმბოლოს ცეცხლი იმ დროს მოედო, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ევროპის მოედანზე იმყოფებოდა და ნაძვის ხეს ფოტოებს უღებდა.
"გიორგი ერმაკოვი ფოტოებს უღებდა ნაძვის ხეს, რომლის დროსაც ის აალდა. მაშინვე დაურეკეს სახანძროს, მოვიდნენ და ცეცხლი დაახლოებით 10 წუთში ჩააქრეს. ნაძვის ხის შუაგული გამომწვარია", - აცხადებენ თვითმხილველები. ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ემაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და რეგიონის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე ასლან აბაშიძის დროს არის შეძენილი.
Print