საზოგადოება
ახალი წლიდან რუსეთში საქართველოდან ხილისა და მწვანილის შეტანა აიკრძალება
2015 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში სხვადსხვა ქვეყნიდან პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევა, რომლის ძალითაც კარანტინს დაექვემდებარება ხილი და ბოსტნეული (როგორც ნედლი, ისე გამხმარი ან ჩირის სახით), ასევე თხილი, ჩაი და სხვა მსგავსი პროდუქცია. ჩამოთვლილი სახეობების შეტანა ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოეთის რამდენიმე ქვეყნიდან აიკრძალება, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან.

სხვა ქვეყნებიდან ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის შეტანა თითო ადამიანს 5 კილოგრამით განესაზღვრება. დიდი ოდენობით ხილის, ბოსტნეულის ან მწვანილის შეტანის მსურველს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი და ნებართვა ,,როსსელხოზნადზორიდან."

Print