საზოგადოება
თბილისში ხანძარს 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა
თბილისში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში გაჩენილ ხანძარს 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მე-5 სართულს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 7 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები მძიმედ დაშავდნენ.   ხანძრის შესახებ შეტყობინება 02:21 საათზე შევიდა. ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდირება სრულად 04:07-საათზე მოხერხდა. ხანძრის შედეგად დაშავებულები იაშვილის კლინიკასა და დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი. 
Print