საზოგადოება
ტაიმ სკვერზე საახალწლო ბროლის ბურთს აწყობენ

შობის აღნიშვნის შემდეგ ნიუ იორკელები ახალი წლის დადგომისთვის ემზადებიან. ტრადიციულად ყველაზე აქტიური სამზადისი ტაიმ სკვერზეა, სადაც ბროლის ბურთის მონტაჟი მიმდინარეობს. გიგანტურ ბურთს 2 688 პანელისგან აწყობენ, რომლებშიც ათასობით ფერადი ნათურაა ჩამონტაჟებული.

წელსაც, 2015 წლის ბოლო წამების ათვლის შემდეგ ტაიმს სკვერზე ფერად ფურცლებს გადმოყრიან და ბროლის ბურთს დაუშვებენ.   ეს ტრადიცია ნიუ იორკში 1907 წლიდან არსებობს.

Print