საზოგადოება
ხვალიდან მობილურ ბაზარზე ახალი ტარიფი ამოქმედდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაადგენილებით, 2015 წლის 1 იანვრიდან, მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ფასი 3,5 თეთრი იქნება. ახალი ტარიფი საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს „მაგთიკომს“, „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ დაუწესდა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში აცხადებენ, კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, უფლებამოსილია, ბაზრის შესაბამის სეგემენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ ვალდებულებები და დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები. კომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში კვლევა-ანალიზის ჩატარების შედეგად, მობილური საბითუმო ბაზრის ურთიერთჩართვის ტარიფს არაერთხელ გადახედა და 22.8 თეთრიდან ეტაპობრივად 3.5 თეთრამდე შეამცირა.
Print