საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს - სამების საკათედრო ტაძარსა და ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შობის დადგომისთანავე დაიწყო. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს, წირვის შემდეგ კი უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და შობის დღესასწაული მიულოცა. მართლმადიდებელი მრევლი კვლავ მიემართება ეკლესიებში. დღეს დილიდან სამების ტაძარში ხალხმრავლობაა.
Print