საზოგადოება
თებერვლის პირველ კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი
თებერვლის პირველ კვირას საქართველოში უმეტესად უნალექო,  მზიანი ამინდია მოსალოდნელი.   გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, რომ  ხვალიდან 3 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.   ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 22 გრადუსი,  ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 16 გრადუსი იქნება. 17 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი თბილისშიც. სინოპტიკოსების განცხადებით, 4 თებერვალს საქართველოში ამინდი შეიცვლება და იწვიმებს.  დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს,  ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 12 გრადუსამდე. ამასთან, 5-7 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს და მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 14 გრადუსამდე.  თბილისში კი 11 გრადუსია მოსალოდნელი.
Print