საზოგადოება
არჩევნების ჩასატარებლად ცესკოს თანხა გამოეყოფა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთავრობის გადაწყვეტილებით,
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 764 830 ლარი გამოეყოფა.

ცესკო-ს დაფინანსების შესახებ პროექტი მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ გაიტანა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, შესაძლოა თანხები გაიზარდოს,თუ მეორე ტური დაინიშნება.
Print