საზოგადოება
დღეს პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას - წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. იგი 27 ივნისს დაიწყო და დღეს საზეიმო ლიტურგიის შემდეგ გახსნილდება.

ქრისტეს მოწაფეებს, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ "თავმოციქულები" ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს ადრე სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო მას უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სანამ მოციქული გახდებოდა მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

Print