საზოგადოება
თეთნულდის განვითარების ფონდს სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს
პრემიერ მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ, კურორტ თეთნულდის განვითარების ახალ ფაზაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თეთნულდის განვითარების ფონდს, არჩევნების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

„სახელმწიფო აპირებს, რომ ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღოს საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, ასევე მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება. ის არის რეჟისორიც, ასევე წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნეს მაქსიმალურად გათვალისწინებული,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

უკვე გადაწყდა, რომ საპარტნიორო ფონდი რამდენიმე სასტუმროს, ამბულატორიის, ასევე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს .

Print