საზოგადოება
დავით კაკაბაძე ზუგდიდში წიგნის პრეზენტაციას გამართავს
25 აგვისტოს, 18 საათზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტ და მთარგმნელ დავით კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე  მის მიერ თარგმნილი მაქს ფრიშის უკანასკნელი ნაწარმოების- ,,ლურჯწვერას’’ წარდგენა მოხდება, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

„ლურჯწვერა“ ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, მე-20 საუკუნის შვეიცარიული ლიტერატურის კლასიკოსის მაქს ფრიშის ბოლო  ნაწარმოებია. 1982 წელს გამოქვეყნებულ ამ მოთხრობაში ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება თავისი შემოქმედებისთვის ჩვეულ მოტივებს: საკუთარი თავის ძიებას, ადამიანის მომწყვდევას მისი იმ ხატის ჩარჩოებში, რომელსაც მის ირგვლივ მყოფნი ქმნიან, ქალთან ურთიერთობაში მამაკაცის დანაშაულსა და დანაშაულის გრძნობას.

დავით კაკაბაძე ასევე ისაუბრებს თავის პროფესიულ გამოცდილებაზე. ის 1993 წლიდან მუშაობს რადიო "თავისუფლების" ქართულ ბიუროში, 2005 წლიდან კი ამ სამსახურის ხელმძღვანელია. პარალელურად  მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა.

Print