საზოგადოება
ამერიკის ელჩი ე.წ.საზღვრების მოწყობაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის შეფასებით, თანამედროვე სამყაროში ე.წ. საზღვრების მოწყობა სამარცხვინოა. ასე გამოეხმაურა ინა კელი ოკუპირებული ცხინვალის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას.

"ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს”, - აღნიშნა ელჩმა.

ოკუპირებულმა ცხინვალმა 25 აგვისტოს ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, რომ საზღვრის გადაკვეთა 20:00სთ.-დან აიკრძალა.

მიზეზად სახელდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.

ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოს 07:00 საათიდან გაიხსნება.
Print