საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: "არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობა აუცილებელია"
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წყალტუბოში, კამპანიის - "შენი ხმა ჩვენი მომავლის“ ფარგლებში, საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

მან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  მოქალაქეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. 

„მე გესაუბრებით, როგორც რიგითი ამომრჩეველი, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს. ეს არჩევნები განსხვავებულია. 2012 წელს სულ სხვა ვითარება იყო, უნდა აგვერჩია კარგსა და ცუდს შორის. ძირითადი დიალოგი ამ შემთხვევაში არის არა პოლიტიკოსებს შორის, არამედ ამომრჩეველსსა და პოლიტიკოსს შორის. რაც უფრო ჩავერთვებით ამ პროცესში, მით უფრო ჯანსაღ გარემოს მივიღებთ“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ის მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.

Print