საზოგადოება
საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ახლა ევროკავშირის ჯერია - დევიდ მაკალისტერი
საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ყველა დავალება შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა - ეს  განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე- პრეზიდენტმა დღის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრი და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, აქცენტი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა.

„ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, როგორც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა, მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას. მე საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს სასარგებლოდ მივეცი ხმა. ახლა ჯერი პარლამენტზეა. ევროკავშირში მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება,“ - განაცხადა მან.

მან საქართველოში გამართულ შეხვედრებსა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა.

“საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი”.

Print