საზოგადოება
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების რეგისტრაციის შესახებ ბრიფინგი ვალერი კვარაცხელიამ გამართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები პირველ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უფასოა.

Print
თეგები: ჯანდაცვა /