საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი წმინდა წირვას დაესწრო
რომის პაპმა ფრანცისკემ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა აღავლინა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად წირვას მისი ოჯახის წევრები, ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები დაესწრნენ. 

პონტიფიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

”თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში", - აღნიშნა ქადაგებისას პაპმა პრანცისკემ.

ის საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით ჩამოვიდა,  ხვალ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
Print