საზოგადოება
არჩევნებამდე 2 დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნება აიკრძალა
არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება დღეს 8:00 საათიდან აიკრძალა. ”საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ასევე აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print