საზოგადოება
ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ მოელის
ენერგეტიკის მინისტრმა ელექტროენერგიის ტარიფზე ისაუბრა. ილია ელოშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე გაძვირების არავითარი წინაპირობა არ არსებობს.

შესაბამისი სატარიფო განაცხადით სემეკმა მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა.

"ამ ეტაპზე მსგავსი წინაპირობა არ არსებობს, ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ჩავერიოთ, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ამის წინაპირობა არ არსებობს",-  აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.
Print