საზოგადოება
საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან
საქართველოში ამინდი 15 ნოემბრიდან გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სპეციალისტების თქმით, ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.დასავლეთ საქართველოში დღისით +20 +25 გრადუსია ნავარაუდები, აღმოსავლეთ საქართველოში კი + 13 +18 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში +14 +16 გრადუსს პროგნოზირებენ.

15 ნოემბერიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსაველეთ საქართველოში კი უფრო ნაკლები.

წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.
Print